23 დეკ - 18 იან
სტანდარტი
საწყობის მენეჯერი
თბილისი, ვარკეთილი
კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • 1500 + ბონუსი 500
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 – 18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი-3, ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430
ანაზღაურება: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა 500 ლარის ფარგლებში

ძირითადი მოთხოვნები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;

სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალებები:
  • პროდუქციის მიღება;
  • მიღებული საქონლის დახარისხება, დასაწყობება და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • გასაცემი პროდუქციის დათვლა და შესაბამისი სიზუსტით პროგრამაში შეყვანა;
  • არსებული ნედლეულის რაოდენობის სიჭარბის/დანაკლისის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული კომუნიკაცია;
  • ნაშთების მიხედვით ნედლეულისა და სახარჯო მასალების შესყიდვების ორგანიზება;
  • შეკვეთების გამზადება და მათი პროგრამულად გაწერა;
  • შემოსული პროდუქტებისა და ნედლეულის ზუსტი აღწერისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • ობიექტებთან და მათ მენეჯერებთან დროული და ზუსტი კომუნიკაცია;
  • დასაკორექტირებელი ზედნადებების ჩასწორება, მონიტორინგის სამსახურის დასტურის შემდეგ;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
  • მარაგების კონტროლი;
  • მძღოლების და მათი მარშრუტების კონტროლი;
  • საწყობის ყოველკვირეული/ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
  • შესაბამისი რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანეისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: s.khomasuridze.hr@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 323
უნიკალური ნახვები 314