.NET დეველოპერი

თარიღები: 19 ოქტ - 16 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@altasoft.ge
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/დეველოპერი

სამუშაოს აღწერა:

შპს „ალტა სოფთვეარი“ გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. „ალტა სოფთვეარი“ ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. .NET დეველოფერის პოზიცია მოიაზრებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

 

კომპეტენციის ფარგლები:

  • ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა დეველოფმენთის საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით;
  • ახალი ამოცანებისა და არსებული სისტემების განვითარების ანალიზში ჩართვა, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა, უშუალოდ go-live დროს (ასევე ვერსიების/ბილდების განახლებისას) მხარდაჭერა;
  • არქიტექტორებსა და არქიტექტორების საბჭოსთან ურთიერთობა და შემოთავაზებული არქიტექტურის განხორციელება, შესრულება და დაცვა;
  • სხვადასხვა კოდის გარჩევა და ანალიზი, შესაბამისი აზრის გამოთქმა საჭიროების მიხედვით;
  • საკითხების დროულად შესრულება, ტესტირება და მუშაობის უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა.

 

საჭირო კვალიფიკაცია:

  • პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები
  • C#, .NET, Web API

 

აუცილებელი უნარები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • რამდენიმე ამოცანის / პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
  • კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2018 წ 16 ნოემბრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და უნდა წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.

მსგავსი განცხადებები
.Net Developer

კრედო ბანკი


09 ნოემ - 30 ნოემ

.Net Front End პროგრამისტი

OPPA


30 ოქტ - 28 ნოემ

1C პროგრამისტი

HH Recruitment


13 ნოემ - 21 ნოემ

Android დეველოპერი

ვაბაკო


08 ნოემ - 07 დეკ

Android დეველოპერი

Mobility


31 ოქტ - 28 ნოემ

Android დეველოპერი

Georgian Service Network


30 ოქტ - 28 ნოემ

Android დეველოპერი

Wandio


05 ნოემ - 04 დეკ