29 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქ.
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@connect.com.ge
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 120-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მარკეტინგის გუნდში.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #2;
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგის წლიური სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
- ახალი სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მარკეტინგული კონცეფციის შემუშავება, სტრატეგიის განსაზღვრა და მომხმარებლისათვის ეფექტიანად მიწოდების უზრუნველყოფა;
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და იმპლემენტაცია;
- პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტურად მართვა;
- ბაზრის, ინდუსტრიისა და მომხმარებელთა ქცევის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და პროექტების დროული ინიცირება/მართვა;
- მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა, ქსელთან კომუნიკაცია;
- ობიექტების (თბილისი და რეგიონები) პერიოდული შემოვლა და მონიტორინგი. კომპანიის ობიექტებზე არსებული შიდა და გარე ფიზიკური სარეკლამო მასალების (ბანერები, ლაითბოქსები, პრომო ადგილები და სხვა) არხების პერიოდული აღწერა და მართვა;
- პარტნიორ ორგანიზაციებთან და სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია შემდგომი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
- დიზაინერთან კომუნიკაცია მიმდინარე ამოცანების შესახებ და ვიზუალური ინფორმაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ციფრული არხების მართვის, კონტენტის შექმნისა და რეკლამირების პროცესის კოორდინირება;
- პასუხისმგებლობა ბრენდის არსებობასა და ხილვადობაზე კომპანიის მიერ ორგანიზებულ ან მხარდაჭერილ ღონისძიებებზე;
- შესრულებული და დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება და ეფექტურობის შეფასება;
- სხვა დეპარტამენტების დახმარება მიმდინარე ამოცანებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
- აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერის, მარკეტინგული ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ფლობა (როგორც წერითი, ასევე, სასაუბრო).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- შემოქმედებითი აზროვნება;
- თანამშრომლობის, გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
წარმატებებს გისურვებთ!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 71
უნიკალური ნახვები 69