29 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
კურიერი
რუსთავი, სხვა
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@dhl.ge
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე რუსთავი.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00);
- ანაზღაურება: 1200 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
- ჩამოსული ამანათების დახარისხება;
- მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
- ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
- ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
- გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დედტალებზე ორიენტრირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და რეგიონი, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ადმინისტრაცია
კურიერი
ნახვები 254
უნიკალური ნახვები 241