29 ნოე - 28 დეკ
სტანდარტი
ჰოსტესი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "იოკო აზია" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე

გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია? გიზიდავს მომსახურების სფერო? მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

ჰოსტესი არის სერვისის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომლის ძირითადი ფუნქციაა სტუმრის თავაზიანი მიღება, მასთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და ზრუნვა პოზიტიური გარემოს შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა და მაგიდისკენ გაცილება
  • Wifi-ს პაროლის გაცნობა
  • მომხმარებლებისთვის ახსნა თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული QR კოდი
  • დღის აქციების გაცნობა სტუმრებისთვის
  • სხვადასხვა ტრადიციების და აქტივობების წარმოება (მაგალითად გონგში ჩარტყმა იაპონური დროით შუაღამეს)
  • მომსახურების და კმაყოფილების დონის გარკვევა -კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება
  • მომხმარებლებთან სურათების გადაღება
  • იუბილარის არსებობის შემთხვევაში, საჩუქრის ჩუქება.

რას გთავაზობთ:
  • სრულ 5 დღიან სამუშაო განრიგს;
  • მოქნილ სამუშაო განრიგს;
  • მეგობრულ გუნდს და დაბალანსებულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ ღონისძებებს;
  • ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
  • უფასო ლანჩს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სატელეფონო ჯავშნების მიღება და აღრიცხვა.
  • აუცილებელია რუსული და ქართული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: sopiochelidze@gmail.com, ხოლო subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "იოკო აზია"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 53