29 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
მოლარე- კონსულტანტი
თბილისი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 1100 - 1300
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@icr.ge
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ ლოკაციებზე არსებულ მაღაზიებში
ქ. თბილისი
- მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ - ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
- სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
- სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
- სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
- სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი გლდანი“
- სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“
- სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
- ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია „სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა“
ქ. ბათუმი
- სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“
- სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“
- გამსახურდიას ქუჩა, სხვადასხვა მაღაზია
- სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“
სამუშაო განაკვეთი: სრული. კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
- საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული: მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, ბათუმი ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@icr.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 13 დეკემბერი
გთხოვთ განაცხადის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - მოლარე-კონსულტანტი.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
ნახვები 175
უნიკალური ნახვები 132