27 ნოე - 26 დეკ
სტანდარტი
მოლარე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr-iciparis@prestige.ge
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვებაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. „ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს. www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი
საკონტაქტო ინფორმაცია - +995 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალაროს წარმოება და კონტროლი: თანხის მიღება, დათვლა, თანხის გაცემა
- სხვადასხვა ოქმების, გასაცემი ფასდაკლების ბარათების, გასავლის ორდერების მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი
- სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემა/განაღდება
- გაყიდული პროდუქციისა და შემოსული თანხების თანხვედრის შემოწმება;
- ფულადი შემოსავლის მონიტორინგი, აღრიცხვა;
- სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ზედმიწევნით სწორად წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
- FINA-ს ელექტრონულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- Excel-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- საბონუსე სისტემა
- ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
- შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
- საინტერესო კონკურსები
- ბრენდული საჩუქრები
- სამოტივაციო აქტივობები
- ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge 2024 წლის 27 დეკემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე თბილისი“.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მოლარე
ნახვები 168
უნიკალური ნახვები 159