შემდეგი
27 ნოე - 26 დეკ
ვიპ CV
სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური,რუსული
მულტიპროფილური კლინიკა “კანი" აცხადებს შერჩევას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის დაღმართი N11
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: გ.სააკაძის დაღმართი #11
- სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 19:00-მდე.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის, ამბულატორიის შიდა და გარე ანგარიშგების და სხვა ფორმების წარმოების კონტროლი და მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და შიდა რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
- პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ჰოსპიტლის შიდა, ასევე საერთაშორისო კლინიკურ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან შესაბამისობის კონტროლი;
- პაციენტებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანალიზი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის მეშვეობით;
- ელექტრონული და საქაღალდე სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმება და კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ელექტრონული სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფა;
- პაციენტის მკურნალობის პროცესში წარმოშობილი რთული შემთხვევების შესწავლა, ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართულობით შემთხვევების განხილვა;
- კლინიკურ ხარისხთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობის შესრულება
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტში, ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სერვიფიკატის ან დიპლომის ფლობა);
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების გამოცდილება;
- ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნის გამოცდილება;
- საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება (MS Excel, Word, Power Point);
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით
გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 1339
უნიკალური ნახვები 1227
გაგზავნილი CV-ები 21