- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
სატრანსპორტო კომპანია „ვილსმენი“ აცხადებს ვაკანსიას თურქულენოვანი ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „ვილსმენი“ - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: www.wheelsman.ge
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება;
- სახმელეთო მიმართულებით ტრანსპორტირების ციკლის დაგეგმვა;
- გადაზიდვების ორგანიზება და ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება;
- ახალი გადამზიდების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია თურქული ენის, ასევე რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
უნარ-ჩვევები:
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - თურქულენოვანი ლოგისტიკის მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!