22 ნოე - 21 დეკ
ვიპ
მომსახურების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, როსტევანის 45.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
  • სასურველია კონკურსანტი იყოს ACCA-ს მინიმუმ პირველი ეტაპის კურსდამთავრებული;
  • უპირატესობა მიენიჭება საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;


პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდურობა


ძირითადი მოვალეობები:

  • 1C პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
  • გაცემული და მიღებული სესხების ასახვა.
  • საბანკო ოპერაციების შესრულება და პროგრამულად ასახვა.
  • არსებული კლიენტებისათვის მომსახურების გაწევა: მინდობილობა/ცნობა/ხელშეკრულება შექმნა და პროგრამული ასახვა
  • სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის ასახვა/დამუშავება.
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge.
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ მომსახურების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 492
უნიკალური ნახვები 462