დღეს - 16 დეკ
სტანდარტი
რესტორნის სუპერვაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@telegraphhotel.com
Telegraph Hotel აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე
ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა.
ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი.
ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
მიგაჩნიათ, რომ ხართ მოწოდებით ლიდერი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და გაქვთ გასტრონომიული გამოცდილების გაზიარების განსაკუთრებული ნიჭი? ჩვენ ვეძებთ რესტორნის სუპერვაიზერს, რომელიც განავითარებს მასპინძლობის გამოცდილებას ჩვენს უნიკალურ სასტუმროში.
მოვალეობები
რესტორნის სუპერვაიზერი მოეთხოვება რესტორნის ოპერაციების ყველა მიმართულების კონტროლი, მათ შორის მენიუს შემუშავება, თანამშრომლების მართვამ და სტუმრების კმაყოფილებაზე. რესტორნის სუპერვაიზერის პასუხისმგებლობებია:
- რესტორნის მენეჯერთან ერთად რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის დაგეგმვა, ინვენტარის და ხარჯების კონტროლი.
- კულინარიის პროფესიონალების გუნდის კოორდინაცია საოპერაციო მიზნების მისაღწევად.
- სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა უნაკლო სერვისების მიწოდებით და გამორჩული კერძების შეთავაზებით.
- რესტორნის შემოსავლის და მომგებიანობის გაზრდა სტუმრებისთვის ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებით.
- პროაქტიულობა, ცვლილებებზე ადაპტაციით და გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავება.
- თანამშრომლების დატრეინინგება სტუმრებისთვის განსაკუთრებული სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა).
- პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.
- სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას.
კვალიფიკაცია და გამოცდილება
- რესტორნის სუპერვაიზერის ან იდენტური როლის გამოცდილება.
- ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები.
- კარგი დაგეგმვის, ორგანიზების და დროის მართვის უნარი.
- საკვებისა და სასმელი ინდუსტრიის სიღრმისეული საოპერაციო ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
თუ თქვენ ხართ
- გუნდის ლიდერი, რომელიც მიისწრაფვის მომსახურების სრულყოფილებისკენ.
- პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია.
- მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით.
- პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის.
აპლიკაციის გაგზავნა
თუ მიგაჩნიათ, რომ ფლობთ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და გსურთ შემოუერთდეთ ტელეგრაფის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@telegraphhotel.com
ადგილმდებარეობათბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 15 დეკემბერი, 2024
სამუშაოს დაწყების თარიღი 1 თებერვალი, 2025
გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 277
უნიკალური ნახვები 261