03 დეკ - 21 დეკ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
BURBERRY
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@leadersystem.ge
BURBERRY ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის “პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურეობის შეთავაზება. BURBERRY-ის ბრენდის ღირებულებებისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და მიწოდება მომხმარებლებისთვის;
- კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის ;
- მომხმარებლების ინფორმირება ყველა მიმდინარე აქციის შესახებ ;
- ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მაღაზიის მარაგების მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა მოდის სამყაროს ზოგად ტენდენციებსა და განვითარებულ მოვლენებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში;
- სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს ;
- ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, თავისუფლების N 2
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "გაყიდვების კონსულტანტი".
ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 170
უნიკალური ნახვები 167