დღეს - 20 დეკ
სტანდარტი
ბარმენი
მესტიის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- 1200
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hotellahili@gmail.com
სასტუმრო "ლაჰილი", რომელიც მდებარეობს დაბა მესტიაში აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ბარმენის პოზიციაზე.
პირობები:
სამუშაო ადგილი: სვანეთი მესტია ა. ხერგიანის N3
ანაზღაურება: 1200 ლარი (+ ბარის ნავაჭრის %);
ბენეფიტები: განთავსება, კვება..
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
სამუშაო საათები: 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
- ბარში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
- თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hotellahili@gmail.com და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი
ნახვები 170
უნიკალური ნახვები 167