დღეს - 20 დეკ
ვიპ
გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200
+ ბონუსი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@geosm.ge
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია Geosm დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია.
მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
- გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
- მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
- კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
- მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
- ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
- ენერგიული;
- ორგანიზებული;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
- მოტივირებული;
- შრომისმოყვარე;
- თავაზიანი;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 1358
უნიკალური ნახვები 1281