დღეს - 19 დეკ
სტანდარტი
წარმოების უფროსი
თბილისი, ნაძალადევი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@nikora.ge
კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით “ნიკორა ჯგუფი“ წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფი“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
სს ნიკორას შვილობილი კომპანია შპს ‘’ოკეანე“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ალ.მრევლიშვილის 2, ნაძალადევი, თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საწარმოო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და წარმოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიურად სამუშაო დღის გეგმების შემუშავება და საწარმოო დღიური გეგმის სრულფასოვნად შესრულების მართვა;
- ნედლეულისა და შესაფუთი მასალების შესყიდვის პროცესში ჩართულობა ხარისხის კონტროლის მიზნით;
- სასაწყობე ნაშთების კონტროლი და წარმოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვებისა და მობრუნებების მაჩვენებლების ანალიზი პროდუქციის სახეობების შესაბამისად და საწარმოო გეგმების შემუშავების პროცესში გათვალისწინება;
- წარმოების მასშტაბით, ყველა დანადგარის გამართულად და შეუფერხებლად მუშაობის კონტროლი;
- წარმოებული პროდუქტის დამზადების პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისად, საწარმოო პროცესების შეფასება (დრო, ადამიანური რესურსი და ა.შ);
- წარმოებაში ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და ხარვეზების დროულად გამოსწორების უზრუნველყოფა;
- შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 3 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე, 1 წლიანი საწარმოო/საოპერაციო პროცესების მართვის კუთხით;
- MS OFFICE (word-კარგად, excel-კარგად);
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ოკეანეს ს/კ 200265239 და უფლებამოსილი პირის - სს “ნიკორას” ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ოკეანეს ს/კ 200265239 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
შპს ოკეანე ს/კ 200265239 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 341
უნიკალური ნახვები 321