19 ნოე - 18 დეკ
ვიპ
სერვის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 2000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@nbngroup.ge
,,რესტორანი რუსთაველი’’აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე,
ანაზღაურება: 2000 ლარი.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 9 საათიანი განრიგი, კვირაში ორი დღე დასვენება.
ბენეფიტები: კვება და ტრანსპორტირება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
- ობიექტზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის მართვა;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვა სპეციალურ ტაბელში;
- პირდაპირ და არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგების შესახებ F&B მენეჯერის ინფორმირება, საჭირო ზომების მიღება;
- საუკეთესო სერვისის შეთავაზების მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, შედეგად, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
- მომსახურების სტანდარტების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
- ჯავშნების მიღებისა და დაგეგმვის კოორდინირება, უხარვეზოდ შესრულების მონიტორინგი;
- რესტორნის სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების კონტოლი და ზრდის უზრუნველყოფა;
- მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტთან, მათი მხრიდან მიღებული მითითებების/რეკომენდაციების შესრულების პროცესის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომელბის ეფექტური და სწორი მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სარესტორნე სფეროში (ქართული რესტორანი) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სერვის-მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია მომსახურების სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
- გუნდის მართვის გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „რესტორანი რუსთაველი“–ს პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@nbngroup.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 920
უნიკალური ნახვები 879