დღეს - 18 დეკ
სტანდარტი
იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.rational@aversi.ge
შპს “ავერსი-რაციონალი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
- მოამზადოს და გააფორმოს ხელშეკრულებები;
- განახორციელოს საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- უზრუნველყოს საკანონმდებლო სიახლეების მოძიება, სამართლებრივი კონსულტაცია;
- განახორციელოს ნოტარიუსებთან, მთარგმნელობით ბიუროებთან ურთიერთობა და ა.შ.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (იურისტი)
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
- იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy.rational@aversi.ge ან
წარმოადგინეთ ქვემოთ მითითებული საბუთები მისამართზე:
შპს “ავერსი-რაციონალი” ქ. თბილისი, ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33.
(ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)
10 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ “ანკეტა” ადგილზე.
აუცილებელი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი
- დიპლომის ასლი
- ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
- სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)
შენიშვნა:
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება მისი მიღებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
იურიდიული
იურისტი
ნახვები 581
უნიკალური ნახვები 536