12 დეკ - 18 დეკ
სტანდარტი
მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@Melt.ge
MELT აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
კომპანია Melt-ი არის ინოვაციებზე ორიენტირებული გუნდისგან შემდგარი კომპანია, ჩვენი მიზანია ყოველდღიური ერთფეროვანი კერძები გადავაქციოთ დაუვიწყარ გამოცდილებათ, პრემიუმ ინგრედიენტების, მდგრადი პრაქტიკის და მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდებით.
MELT ეძებს გამოცდილ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურად მუშაობას და ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების გამართულობას და თანამშრომელთა განვითარებას.
პოზიციის მიზანი: მენეჯერის როლი კრიტიკულია MELT-ის წარმატებისთვის. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიული და ოპერაციული მიზნების მიღწევაზე, რესურსების ოპტიმალურ განაწილებაზე და გუნდისთვის სამოტივაციო გარემოს შექმნაზე.
მოვალეობები:
- ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის ზრდასა და წარმატებას
- ოპერაციების მართვა და პროდუქტიულობის უზრუნველყოფა
- გუნდის წევრების შერჩევა, ტრეინინგი და მოტივაცია მათი პროფესიული განვითარებისთვის
- ფინანსური მართვა, ბიუჯეტის შედგენა და რესურსების ეფექტური განაწილება
- ბაზრის ანალიზი, ახალი შესაძლებლობების პოვნა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება
- პარტნიორებთან, კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობების დამყარება
- კომპანიის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
- ბიზნესის მართვის ან დაკავშირებული მიმართულების ბაკალავრის დიპლომი; მენეჯმენტის მაგისტრატურა უპირატესობად ჩაითვლება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სასურველია კვების ან მომსახურების სფეროში
- ბიზნეს პროცესების და სტრატეგიული მართვის საფუძვლიანი ცოდნა
- შესანიშნავი კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- გუნდის ხელმძღვანელობის და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი
- ფინანსური მართვისა და ბიუჯეტირების ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების და მართვის სისტემების ცოდნა
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი პროგრესული კომპანიის მენეჯერი , ჩვენ დავაფასებთ შენს კრეატიულობას, თანამშრომლობას და უწყვეტ განვითარებას. თუ მზად ხარ განთავისუფლდე ერთფეროვნებისგან და გახდე მრავალფეროვნების ნაწილი, გამოაგზავნე CV შემდეგ მეილზე : info@Melt.ge. გთხოვთ “subject”- ში მიუთითოთ „მენეჯერი“.
MELT-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ :
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 622
უნიკალური ნახვები 612