18 ნოე - 17 დეკ
ვიპ
კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- 6000 - 8000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@autotechno.ge
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი, 6000 – 8000 ლარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის კომერციული სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარება;
- გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მიზნების დასახვა;
- კონკურენტების ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიული მოქმედებების განსაზღვრა
- ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების ზრდის პერსპექტივის შესწავლა და შესაბამისი კომერციული გადაწყვეტილებების მიღება;
- გაყიდვების გეგმის შედგენა და მისი შესრულების შემუშავების სტრატეგია, სხვადასხვა გაყიდვების არხების მოძიება/დამატება; გაყიდვების ანალიტიკა;
- კომერციული დეპარტამენტის ბიუჯეტის მართვა;
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიტიკა;
- კვარტლური გეგმის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
- კომერციული დეპარტამენტის აქტივობების შესრულების მონიტორინგი ძირითადი მეტრიკების შესაბამისად და პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
- დეპარტამენტში შემავალი გუნდების მართვა, ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრა და სამუშაო გეგმის განხილვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროებში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება/ მნიშვნელოვანია გუნდის მართვის გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ლიდერული უნარები: გუნდის მოტივაცია და მართვა
- კომუნიკაციის უნარები: მოლაპარაკებების წარმოება და ეფექტური კომინიკაცია პარტნიორებთან
- პრობლემების გადაჭრის უნარი: სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის ხელმძღვანელთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი
ნახვები 1041
უნიკალური ნახვები 981