03 დეკ - 17 დეკ
სტანდარტი
გენერალურ მენეჯერი
ქედის მუნიციპალიტეტი, მერისი
- სრული განაკვეთი
- 5000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: merisihouse@gmail.com
ტელეფონი: +995593351733
ეკო ჰაუს მერისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გენერალურ მენეჯერი
უნიკალურ კონცეფციის და ინოვაციურ ბუტიკ სასტუმროს Eco House Merisi-ში გვესაჭიროება გენერალური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროსა და რესტორნის ოპერატიულ და საორგანიზაციო ამოცანებს, ასევე შეძლებს დაეხმაროს დამფუძნებლებს ბიზნესის განვითარებაში. მენეჯერი უნდა უზრუნველყოფდეს დისციპლინას, რესტორნის განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და ასევე პერსონალის საკითხებში წესრიგის დაცვას. სასტუმრო განვითარების პროცესშია, და მომდევნო 2 წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების ფონდი 3ჯერ გაიზრდება. ამ ეტაპზე სასტუმროში 7 კოტეჯი და რესტორანია.
სასტუმროს და რესტორნის მცირე მოცულობიდან გამომდინარე გენერალურ მენეჯერის შემდეგი ფუნქციები აქვს:
- პერსონალის მუშაობის ორგანიზება: სტანდარტებისა და დისციპლინის დაცვა, პასუხისმგებლობების განაწილება. რესტორნის, სამზარეულოს, კოტეჯების მომსახურებისა და სამრეცხაოს მუშაობის ორგანიზება. პერსონალის რეგულარული სწავლება მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნება, მიმდინარე ამოცანებისა და პრობლემების განსახილველად შეხვედრების ჩატარება.
- მომსახურების ხარისხის კონტროლი: ყოველდღიური კონტროლი მომსახურების და სტუმართა კმაყოფილების დონეზე, სტუმრების შეფასებებზე მუშაობა, შენიშვნების გასწორება და მომსახურების მაღალი დონის შენარჩუნება.
- რესტორნის განვითარება: მენიუს შემუშავება და განახლება შეფ-მზარეულთან ერთად სპეციალური შეთავაზებების შექმნა (სეზონური კერძები, აქციები კოტეჯებისა და რესტორნის სტუმრებისთვის). ღონისძიებების ორგანიზება (საღამოები, დეგუსტაციები, კულინარული მასტერკლასები, ქორწინები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები), რაც ახალ სტუმრებს მიიზიდავს და ბიზნესს უფრო გააცოცხლებს,ახალი შეთავაზებების მოფიქრება.
- სასაწყობო ნაწილის კონტროლი: ყველა საჭირო მასალისა და ინვენტარის უზრუნველყოფა (რესტორანში, სამზარეულოში, სამრეცხაოში და ა.შ.) სივრცის, ავეჯის და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ორგანიზება. პროდუქციის, სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი და საწყობის დროული შევსება.
- ფინანსური და ანალიტიკური კონტროლი: ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის გამოთვლა, ფინანსური აღრიცხვა. რესტორნის გაყიდვების, კოტეჯების დატვირთულობის ანალიზი. ხარჯების ოპტიმიზაცია და ბიზნესის მომგებიანობის გაზრდა.
- პროექტის მხარდაჭერა და განვითარება: ბიზნესის რეპუტაციის განვითარება და მხარდაჭერა (ონლაინ მიმოხილვები, სოციალური ქსელები, პარტნიორული კავშირები). დამფუძნებლებთან თანამშრომლობა სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის (მშენებლობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი შეთავაზებები სტუმრებისთვის).
- გაყიდვების და მარკეტინგის ორგანიზება: მარკეტინგული აქციების შემუშავება, ახალი და მუდმივი სტუმრების მოზიდვა (შეთავაზებების გაგზავნა, სოციალური ქსელების განვითარება). გაყიდვების არხების მართვა, ტურისტების მოსაზიდად პარტნიორებთან თანამშრომლობა. ბრენდის პოპულარიზაცია და სასტუმროსა და რესტორნის მიმართ მაღალი ინტერესის შენარჩუნება.
თქვენ შეესაბამებით ამ პოზიციას, თუ გაქვთ:
- სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში მუშაობის გამოცდილება — სასურველია, რომ კანდიდატს ესმოდეს მცირე სასტუმროსა და რესტორნის მართვის სპეციფიკა.
- პერსონალის მართვის უნარები — თქვენ უნდა შეძლოთ თანამშრომლების მოტივირება, შიდა კონფლიქტების გადაჭრა და დისციპლინის დაცვა.
- გაყიდვებისა და მარკეტინგის უნარები — მომხმარებლებთან მუშაობის უნარი, რესტორნისა და სასტუმროს პოპულარიზაცია, მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება.
- ფინანსური განათლება ან გამოცდილება— ბიუჯეტის მართვის, ანგარიშგების წარმოების, ხარჯების კონტროლის და მოგების გაზრდის შესაძლებლობის მოძიება.
- მოქნილობა და მრავალმხრივი დავალებების შესრულების უნარი — რადგან ჩვენი სასტუმრო პატარა ზომისა, მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერს შეეძლოს სხვადასხვა ამოცანების თავად გადაჭრა.
ხელფასი: 5000 ლარი+%
ადგილმდებარეობა: ქედა, მერისი( აჭარა) 50 კმ ბათუმიდან
საცხოვრებელი და კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ
სამუშაო გრაფიკი:5/2
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: merisihouse@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995593351733
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი
ნახვები 540
უნიკალური ნახვები 497