02 დეკ - 17 დეკ
სტანდარტი
მასაჟის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@marjanplaza.ge
4* ვარსკვლავიანი სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.
სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიას მასაჟის სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა : თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო გრაფიკი:, 2/2 ცვლა - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
ბენეფიტი: კვება; დაზღვევა;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი+ 30% თითოეული გაწეული მომსახურებიდან;
მოთხოვნები:
- სასურველია გქონდეთ მასაჟის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/სერთიფიკატი,
- ოთხ ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობის გამოცდილება და გამართულად საუბრობდეთ ინგლისურად და რუსულად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ“-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენი მიერ გამოგზავნილი თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება 6 თვით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა
მასაჟისტი
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 185