15 ნოე - 13 დეკ
ვიპ
სტაჟირება/ბუღალტერი
თბილისი
  • სტაჟირება
  • 300
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საკონსულტაციო კომპანია PB services აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერის პოზიციაზე კომპანია წლებია თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბუღალტრულ მხარდაჭერას და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, და საბუღალტრო, სერვისებს.

სტაჟირების პროცესი მოიცავს 3 ეტაპს:
  • პირველი ეტაპის პერიოდში სტაჟიორები შეისწავლიან საბუღალტრო პროგრამის საბაზისო დონეზე გამოყენებას. მიიღებენ საჭირო ინსტრუქტაჟს გამოცდილი ბუღალტრებისგან და ისწავლიან საჭირო ბუღალტრულ საკითხებს, ასევე შეძლებენ შეძენილი ცოდნა და უნარები გამოიყენონ რეალურ რეჟიმში.
  • ვინც წარმატებით (1 თვეში) გაივლის პირველ ეტაპს, მეორე ეტაპზე მოხდება სტაჟიორების ჩართვა რეალურ კომპანიებთან და სტაჟიორები დაეხმარებიან ბუღალტრებს რეალური სამუშაოს წარმართვის პროცესში.
  • წარმატებულ სტაჟიორებს მესამე ეტაპზე ექნებათ შანსი დაიწყონ კომპანიაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით; განიხილება მე-3 მე-4 კურსის სტუდენტიც.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნას;
  • უპირატესობა მიენიჭება ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიკატების ქონას.
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Balance-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);

პიროვნული თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირება
  • პუნქტუალობა
  • სწრაფად მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:
  • სტაჟირების სავარაუდო პერიოდი - 3-4 თვე;
  • ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 300 ლარი (ხელზე ასაღები);
  • გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სტუდენტების შემთხვევაში შესაძლებელია გრაფიკზე შეთანხმება);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის 26
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესამოწმებლად კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება;

დაინტერესებულმა პირებმა CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: mariam.b@pbservices.ge წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ბუღალტერია/ფინანსები
სტაჟიორი (ბუღალტერია)
ნახვები 843
უნიკალური ნახვები 765