03 დეკ - 13 დეკ
სტანდარტი
მიმღები-რეგისტრატორი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგი
- სრული განაკვეთი
- 1200
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@intouristkazbegi.com
სასტუმრო ,,Intourist Hotel Kazbegi’’ აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე
ანაზღაურება 1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლებება უპირატესობად;
- კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- კომუნიკაბელური,
- გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: hr@intouristkazbegi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 208
უნიკალური ნახვები 203