13 ნოე - 12 დეკ
ვიპ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
„თიფოქსი“ სამრეწველო სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის B2B ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ბრენდი მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. კომპანიის ბიზნეს მოდელი პასუხობს სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და სექტორს პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად სთავაზობს კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას.ჩვენი მიზანია მომხმარებელისთვის სამშენებლო პროცესის გამარტივება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.tfox.ge
კომპანია „თიფოქსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
რისი გაკეთება მოგიწევს?
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
- არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი (after sale) სერვისის შეთავაზებით;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების რაოდენობრივი და ფინანსური გეგმების შესრულება;
- რეპორტინგი;
- გაყიდვების პროცესის თითოეული ეტაპის CRM პლატფორმაზე ასახვა;
რა უნდა იცოდე?
- ინგლისური ან/ და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია MS Office - ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; (Excel/power point);
- A ან B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად;
ჩვენ რას გთავაზობთ
- სექტორში კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გამჭირვალე საბონუსე სისტემას;
- გაყიდვების და პროდუქტების კვარტალურ ტრენინგებს;
- Onboarding-ის გამართულს სისტემას გუნდში მარტივი ინტეგრაციისთვის;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass ;
- საწვავს;
- კორპორატიულ ნომერს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV ფოტოს სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 13 დეკემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „თიფოქსმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს თიფოქსის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 453
უნიკალური ნახვები 443