04 დეკ - 12 დეკ
სტანდარტი
ჰოსტესი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1800
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ethnographer.ge
ტელეფონი:
რესტორანი „ეთნოგრაფი“ ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.
რესტორანი „ეთნოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- რესტორანში შემოსული სტუმრის დროული დახვედრის უზრუნველყოფა;
- ჯავშნების კონტროლი და სტუმრების ინფორმირება დღის პროგრამის შესახებ;
- სატელეფონო ჯავშნების მიღება და აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა სამუშაო პროცესში;
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „ჰოსტესი“.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 486
უნიკალური ნახვები 464