სავაჭრო წარმომადგენელი

სადისტრიბუციო კომპანია HoReCa

თარიღები: 12 ოქტ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 500 - 700
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
მართვის მოწმობა: B
ელ. ფოსტა: humanresource.horeca@gmail.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) სავაჭრო წარმომადგენელი

სადისტრიბუციო კომპანია HoReCa  აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე.

 

კომპანია რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას, მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორატიულ კლიენტებთან.

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქტის შესახებ პრ’ეზენტაციის ჩატარება ობიექტებზე. სპეციალური მოწყობილობების ობიექტისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემა-მონტაჟი. ხელშეკრულების გაფორმება და პროცესების სრული მონიტორინგი;
  • გაცემულ კრედიტებზე მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისად დავალიანების დროულად ამოღება, საქართველოს საგადასახადო წესების სრული დაცვით სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელება;
  • პროდუქციის დარიგების სამსახურთან ერთად სინქრონული მუშაობა, ფინანსური განყოფილების მიერ მიცემული ინსტრუქციების უზუსტესად შესრულება ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;
  • უშუალო კონკურენტების პროდუქციის პარამეტრების, ხარისხის და ფასების მუდმივი მონიტორინგი და შესაწავლა. კონკურენტების აქტივობების ცოდნა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  •  სასურველია სავაჭრო წარმომადგენლის , დისტრიბუტორის ან პრისეილერის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • განიხილებიან მინიმალური გამოცდილების მქონე კანდიდატები;
  • მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

სამუშაო განრიგი:

  • 9:00 – 18:00 საათი
  • ორშაბათი - შაბათი

 

ანაზღაურება:

  • ხელფასი 500-დან 700 ლარამდე
  • შამონუსე სისტემა - შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, და დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ  ელ. ფოსტაზე: humanresource.horeca@gmail.com.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი განცხადებები
Sales Representative

Bluesky


11 ოქტ - 01 ნოემ

დისტრიბუტორ-პრისეილერი / შესყიდვების მენეჯერი

TID FOODS


24 სექ - 23 ოქტ

კონსულტანტ/მერჩენდაიზერი

ბორან ლაითი


01 ოქტ - 30 ოქტ

კონსულტანტი / ტექნიკის მაღაზიაში ბრენდის წარმომადგენელი

HRRA


25 სექ - 23 ოქტ

კონსულტანტი/მერჩენდაიზერი

ნიკორა 7


26 სექ - 25 ოქტ

კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

გაგრა პლუსი


15 ოქტ - 09 ნოემ

კოსმეტიკის პრისელერი

ბიდი პლიუსი (Compact)


18 ოქტ - 16 ნოემ