უმცროსი გაყიდვების ანალიტიკოსი

თარიღები: 12 ოქტ - 10 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: HR@globalbeergeorgia.com
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების ანალიტიკოსი

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი „აისი“, „შავი ლომი“, „კრუშოვიცე“, „არაგველი“, ლიმონათი „ბერიკა“ ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე . ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების ყოველდღიური რეპორტინგი და ანალიტიკა;
  • ყოველთვიური და შუალედური შეხვედრების ორგანიზების დროს რეპორტინგის კუთხით გუნდის მხარდაჭერა;
  • თვის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა(საჭირო ინფორმაციის მოძიება, მიწოდება)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით)
  • სასურველია მსგავსი მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და რაოდენობრივი ანალიზის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზების და გუნდის მხარდაჭერის უნარი;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Head Of Representative Office

ლეგრანდი


05 ოქტ - 03 ნოემ

KA მენეჯერი

GDCC


27 სექ - 26 ოქტ

Sales Analysis and Operations Control Supervisor

იბერია რეფრეშმენტსი


08 ოქტ - 06 ნოემ

ანაზღაურებადი სტაჟირება დილის საუზმეების ბიზნესის განვითარების დეპარტამენტში

ნესტლე


15 ოქტ - 19 ოქტ

გაყიდვების ანალიტიკოსი

მარშე


15 ოქტ - 13 ნოემ

გაყიდვების ბიზნეს პარტნიორი

AVON


17 ოქტ - 21 ოქტ

გაყიდვების კონსულტანტი ბათუმში

Mor Collection Avejis Maqazia


20 სექ - 19 ოქტ