შერჩევა ბიო სერთიფიცირების კომპანიაზე ჯარას მეფუტკრეებისთვის ბათუმში

თარიღები: 12 ოქტ - 22 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ელ. ფოსტა: gkudakovi@mercycorps.org
ტელეფონი: +995 599 72 00 08
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
სოფლის მეურნეობა:  მეფუტკრეობა მეცნიერება/განათლება:  ბიოლოგიური/ქიმიური კვლევა

პოზიცია: ბიო სერტიფიცირების კომპანია ჯარას მეფუტკრეებისთვის

 

დამსაქმებელი: მერსი ქორფსი,  კავკასიის ალიანსების პროგრამა,  დასავლეთ საქართველოს ოფისი

 

ადგილმდებარეობა: ბათუმი, დასავლეთ საქართველო

 

კავკასიის ალიანსების პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ბიო სერტიფიცირების კომპანიზე ჯარას მეფუტკრეებისთვის, რომელიც აკრედიტირებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ავტორიზებულია გასცეს ბიო სერტიფიკატი, აქვს ცოდბა და გამოცდილება ბიო მეურნეობის მოთხოვნებსა და პროცედურებზე, ყავს შესაბამსი ინსპექტორები რომლებიც კარგად იცნობენ მეფუტკრეობის სექტორს, მოახდენენ ჯარას მეფუტკრეების კვალიფიციურ  შეფასებას და სერტიფიცირებას.

 

მოვალეობები:

  • მოახდინოს ჯარას მეფუტკრეების დაგეგმილი ინსპექტირება ბიო სტანდარტის მიხედვით;
  • უზრუნველყოს ჯარას მეფუტკრეებისათვის რეკომენდაციების გაცემა (წერილობითი ფორმით) პირველი ინსპექტირების შემდგომ და მისცეს მათ გონივრული ვადა (კონვერსიის პეროდი) აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებად;
  • მაოხდინოს ჯარას თაფლის სერტიფიცირება შესაბამისობის შემთხვევაში.

 

მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • ბიო სერტიფიცირებისა მოთხოვნების და პროცედურების და ასევე თაფლის წარმოების სრულყოფილი ცოდნადა;
  • გამოცდილება ფერმერების/მწარმოებლების ბიო პროდუქტების ბიო/ორგანულ სერტიფიცირებაში;
  • საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ცოდნა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება;
  • აკრედიტაცია შესაბამისი საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის მიერ რომელიც ავტორიზებულია გასცეს ორგანულის სერტიფიკატი;
  • შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი;
  • მერსი ქორფსისა და ALCP- ს სათანადო, მეგობრულ და პროფესიონალურ დონეზე წარმოჩენა.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ბიო სერტიფიცირების მოთხოვნებისა და პროცედურების ცოდნა;
  • გამოცდილება თაფლის წარმოებაში და საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ცოდნა;
  • გამოცდილება ფერმერების/მწარმოებლების ბიო პროდუქტების ბიო/ორგანულ სერტიფიცირებაში;
  • კვალიფიკაცია;
  • აკრედიტაცია შესაბამისი საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის მიერ რომელიც ავტორიზებულია გასცეს ორგანულის სერტიფიკატი;
  • მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ხარჯების/დროის ეფექტურობა.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზუმე და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე gkudakovi@mercycorps.org ან მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ივანე მესხის I ჩიხი N32  არა უგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა დღის 12:00 საათამდე.

საკონტაქტო ნომერი: +995 599 72 00 08