31 ოქტ - 29 ნოე
სტანდარტი
წარმოების მტვირთავი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: manufacturing_cau@pepsico.com
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების მტვირთავი თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
დასაქმების ტიპი: დროებითი (3 - 6 თვე)
ძირითადი მოვალეობები:
- ცალკეული შეფუთული პროდუქციის, მათი სახეობის შესაბამისად ყუთებით პალეტზე დალაგება;
- პალეტის გადაადგილება შუალედურ საწყობში/თერმოკამერაში;
- სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაში შენახვა.
- დაფასოების უბანზე გენერალურ დალაგებებსა და სანიტარულ დღეებში მონაწილეობის მიღება.
- ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის)
კანდიდატის პროფილი:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობა
რას გთავაზობთ?
- კონკურენტული ანაზღაურება - 1090 ლარი
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
- კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 70