06 ნოე - 30 ნოე
სტანდარტი
ER რეგისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 650 - 750
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@vivomedical.ge
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე “ ER რეგისტრატორი“ .
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
ანაზღაურება: ანაზღაურება - პირველი ორი თვე 650 ლარი, შემდეგ 750 ლარი + ბონუსი
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- უცხო ენა - B1 დონეზე
- MS Office - სამომხმარებლო დონეზე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@vivomedical.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“).
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 277
უნიკალური ნახვები 260