შიდა კონტროლის სპეციალისტი

თარიღები: 12 ოქტ - 26 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: vacancy@finca.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
საბანკო:  საბანკო(ზოგადი)

ფინკა ბანკი აცხადებს ვაკანსიას შიდა კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი

ვაკანტური თანამდებობა: 1

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი, 2018

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ახორციელებს შიდა კონტროლს პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
  • ახორციელებს ყველა სერვის ცენტრის, დეპარტამენტების და განყოფილებების რისკების შეფასებას;
  • ახორციელებს სერვის ცენტრების კონტროლს დისტანციურად ან ადგილზე ვიზიტით;
  • ახორციელებს  რისკების იდენტიფიკაციას, ანალიზს, შეფასებას და  წარადგენს რეკომენდაციებს;
  • ატარებს  სპეციალურ  ანალიზებსა და მოკვლევებს მოთხოვნისამებრ;
  • ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს დადგენილი წესის მიხედვით და გასცემს რეკომენდაციებს;
  • ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალოებებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო მიმართულების შიდა კონტროლში/აუდიტში ან დაკრედიტების     მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS Excel) კარგი ცოდნა ;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული  სააპლიკაციო ფორმა. (არ განიხილება გამოგზავნილი რეზუმე „CV”).]

 

სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: vacancy@finca.ge

გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის თემის “subject” ველში მიუთითოთ „შიდა კონტროლის სპეციალისტი“

   

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

 

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.


ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

მსგავსი განცხადებები
Back-end დეველოპერი

საქართველოს ბანკი


01 ოქტ - 15 ოქტ

Developer

ლიბერთი ბანკი


19 სექ - 18 ოქტ

ERP სისტემის მხარდაჭერის სპეციალისტი

საქართველოს ბანკი


06 ოქტ - 19 ოქტ

Express მოლარე-ოპერატორი თბილისსა და ბათუმში

საქართველოს ბანკი


08 ოქტ - 22 ოქტ

Paid Internship in Administration Unit

PASHA Bank


18 სექ - 17 ოქტ

SME საკრედიტო ანალიტიკოსი

საქართველოს ბანკი


10 ოქტ - 24 ოქტ

System Administrator

PASHA Bank


18 სექ - 17 ოქტ