31 ოქტ - 28 ნოე
ვიპ
ფილიალის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@craftfood.ge
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე
Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.
კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება.
- სამუშაო განაკვეთი: 9 სთ-იანი განაკვეთი. პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ (კვირაში 5-დან 2 დღე მენეჯერი მუშაობს ღამის სმენაში).
- ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი.
- ბენეფიტი: უფასო დაზღვევა, კვება და ღამის საათებში ტრანსპორტირება.
- ადგილმდებარეობა: თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
- მომსახურებისა და ხარისხის კონტოლი.
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
- მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
- სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
- პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
- HR პროგრამაში მუშაობა, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge „subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ფილიალის მენეჯერი"
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 1144
უნიკალური ნახვები 1057