30 ოქტ - 28 ნოე
ვიპ
ხაზინის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
„ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის ოპერატორი პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: ხაზინის ოპერატორი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სალაროს ოპერაციების შესრულება/გატარება პროგრამულად;
- საბანკო ოპერაციების შესრულება;
- საგადახდო დავალების შეექმნა გადარიცხვის მოთხოვნის შესაბამისად როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ვალუტაში;
- საგადახდოების ატვირთვა მოთხოვნის შესაბამისად;
- ფულადი ტრანზაქციების გატარება პროგრამულად
- საქავეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა/ გატარება პროგრამულად
- საბანკო ხარჯების (სასესხო, საგარანტიო) გატარება;
- ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების დაარქივება;
- უშუალო ხელმძღავენელის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა " FMG "-ში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლიანობა;
- შედეგზე ორიენტირებული
- ორგანიზებული.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2024 წლის 30 ნომებრის ჩათვლით . სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
ხაზინა
ნახვები 191
უნიკალური ნახვები 182