მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის ასისტენტი/სტაჟიორი

თარიღები: 12 ოქტ - 10 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ელ. ფოსტა: hr@shavnabada.ge
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“, რომლის დაარსების ისტორია უკვე 23 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

 „შავნაბადა“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის ასისტენტის  პოზიციაზე.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მათემატიკის განხრით; (პრიორიტეტულია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგაკვეთილო პროცესისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ტესტების მომზადებაში ჩართულობა;
  • სასწავლო რესურსების მოძიებაში და დამუშავებაში ჩართულობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

 

დამატებითი ინფორმაცია:

სტაჟირების ვადა:

1-დან 3 თვემდე

სამუშაო საათები:

10:00-15:00 (შაბათ კვირის გარდა)

კლასი:

4-11

მისამართი:

ისანი-სამგორის რ-ნი, სერგი წულაძის 32 დ

 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრისა.

 

სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის ასისტენტ-სტაჟიორი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

„შავნაბადა“ გისურვებთ კარიერულ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
3D – მაქსის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


10 ოქტ - 08 ნოემ

English-Speaking Teacher

საზოგადოებრივი კოლეჯი გარანტი


03 ოქტ - 31 ოქტ

ავტოკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


10 ოქტ - 08 ნოემ

აკადემიური დირექტორი

კავკასიის უნივერსიტეტი


27 სექ - 26 ოქტ

არქიკადის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


10 ოქტ - 08 ნოემ

ბუღალტერიის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


10 ოქტ - 08 ნოემ

ბუღალტერიის პედაგოგი

სასწავლო ცენტრი ერთობა


16 ოქტ - 14 ნოემ