მარკეტინგის მენეჯერი

თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ქართული რუსული
ელ. ფოსტა: hr@martsteel.ge
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

„ფოლადის სახლი” 2014 წლიდან აწარმოებს ლითონის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიენტების კმაყოფილება, საერთაშორისო პარტნიორების ნდობა,  ახალი პარტნიორების მოძიება და სამშენებლო ბიზნესში ლიდერის პოზიციის განმტკიცება.

 

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

  • სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • კომპანიის საიმიჯო ლოგოების და ბანერების შექმნაზე მუშაობა;
  • სარეკლამო ღონისძიებების ბიუჯეტირება და განხილვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან,
  • დანახარჯების ყოველთვიური აღრიცხვა და კონტროლი;
  • კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინი და რედაქტირება;
  • გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.;
  • კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
  • შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის გრაფიკული პროგრამების ცოდნა
  • რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


უნარები:

  • კრეატიული
  • კარგი მეტყველებითი და წერითი უნარები
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შედეგზე ორიენტირება
  • დეტალებისადმი ყურადღება
  • გუნდური მუშაობის უნარი
     

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი - სამგორის  რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს

მიმდებარედ  05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

 

ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება

 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, რომელიც გამოწვევა იქნება ნებისმიერი კანდიდატისთვის, კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ქმნის კონკურენტულ გარემოს სადაც ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებაზე, ქმნის მოტივაციას განვითარებისა და ზრდისთვის.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@martsteel.ge
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
Commercial Coordinator

ველინგტონი


28 სექ - 27 ოქტ

Communication And Outreach Manager

CENN


08 ოქტ - 31 ოქტ

Digital Marketing Manager

ლაინსშეარ


15 ოქტ - 13 ნოემ

Export Manager

თელიანი ველი


05 ოქტ - 03 ნოემ

Marketing Analyst

Avon


09 ოქტ - 20 ოქტ

Marketing and Fundraising Manager

World Vision


01 ოქტ - 30 ოქტ

Marketing Consultant Call-Center Operator

BAIKAL


09 ოქტ - 07 ნოემ