29 ოქტ - 27 ნოე
სტანდარტი
სფეის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი 800
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@betlive.club
„betlive.club“ ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია 6 ფილიალით და 350 + თანამშრომლით. ჩვენი მიზანია კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ისე მომხმარებლებისთვის.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას სფეის მენეჯერის პოზიციაზე.
სფეის მენეჯერი არის სათამაშო აპარატების სალონის (სლოტ კლუბის) თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტებისათვის ხარისხიანი მიმსახურების მიწოდებაზე. მას უნდა ჰქონდეს სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის დამახასიათებელი სამიზნე სეგმენტის და კლიენტების კარგად გაგების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და 800 ლარი ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება.
- მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
- მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება.
- ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
- საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- ტრანსპორტის უზრუნველყოფას;
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- ტრენინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@betlive.club და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სფეის მენეჯერი" ან გთხოვთ შეავსოთ მოცემულ ლინკზე თქვენ შესახებ მინიმალური ინფორმაცია https://betlive.club/ka/jobs.
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "betlive.club"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
კაზინო/აზარტული თამაშები
სლოტ ოპერატორი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 121
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში