ხარისხის განვითარების მენეჯერი

თარიღები: 11 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ელ. ფოსტა: hr@hualing.ge
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
სხვა:  ბიზნეს ადმინისტრირება მცირე ბიზნესი

საერთაშორისო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30 წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

 

„ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან  სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის   „თბილისის ზღის ახალი ქალაქი“ გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული  ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ -ის ოლიმპიური სოფელი  და ამიერკავკასიში ყველაზე დიდი  სავაჭრო ცენტრი  „თბილისის ზღვის პლაზა“ არის განთავსებული. 

 

„ჰუალინგ ჯგუფის“ წევრი კომპანია „Hualing International Special  Economic Zone“ აცხადებს  ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარატმენტის ხარისხის განვითარების მენეჯერის  პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • კომპანიის ბიზნეს პროცესების, სტანდარტების და სპეციფიკაციების შესწავლა
  • არსებული პროცესების აღწერა და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი ცვლილებებისა და ახალი პროცედურების დანერგვის თაობაზე
  • კომპანიის შიდა პროცესების საბოლოო ვარიანტის შეთანხმება ხელმძღვანელ პირებთან და წერილობითი მარეგულირებელი დოკუმენტაციის  შექმნა
  • კომპანიის შიდა პროცედურების შესრულების მონიტორინგი და ეფექტურობის შეფასება
  • პროცესებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში რეპორტის მომზადება და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პროფესიული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი
  • ენერგიულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამართული ვერბალური და წერითი  კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  შეავსოთ ჩვენი კომპანიის მიერ შემუშავებული ფორმა ( იხილეთ მიმაგრებული ფაილი) და გამოაგზავნოთ  მისამართზე:  hr@hualing.ge   2018  წლის  25 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურის ველში  აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.