ტექნიკური ზედამხედველი გორსა და გურჯაანში

თარიღები: 16 ოქტ - 09 ნოემ
მდებარეობა: გურჯაანი გორი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1600 - 2000
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 5 - 7 წლამდე
ელ. ფოსტა: llcgeoconsulting@gmail.com
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი) მშენებლობის უსაფრთხოების ინჟინერი

საპროექტო/საზედამხედველო კომპანია "Geo Consulting" აცხადებს ვაკანსიებს:

  • გორის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემის/არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის/არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

 

ანაზღაურება : 1600-2000 ლარი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხის და მოცულობების ყოველდღიური მონიტორინგი და შემოწმება;
  • გეგმა-გრაფიკის მონიტორინგი;
  • ფარული სამუშაოების დაფიქსირება, აქტების მომზადება და ფოტოფიქსაცია;
  • შესრულებული სამუშაოების შემოწმება პროექტთან და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობაში;
  • სამშენებლო მასალების ხარისხობრივი შემოწმება;
  • მასალების წყაროს დამტკიცება, ბეტონის ნარევის შემოწმება, ნიმუშების აღება და გამოცდის პროცედურების დამტკიცება;
  • პროექტში შესაძლო ცვლილებების შეთანხმება დამკვეთთან და საპროექტო ორგანიზაციასთან.
  • ანგარიშების ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიის მომზადება:
  • ყოველდღიური მიმდინარე ანგარიში (ელექტრონული ვერსია);
  • ყოველკვირეული მიმდინარე ანგარიში (ელექტრონული ვერსია);
  • ყოველთვიური მიმდინარე ანგარიში;
  • დასრულების ანგარიში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან ეკვივალენტური კვალიფიკაცია ჰიდროტექნიკური ინჟინერიის საქმეში და საქართველოს  სამშენებლო სტანდარტების და ნორმების საფუძვლიანი ცოდნა;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის პოზიციაზე ზედამხედველობის, პროექტირების და მშენებლობის პროექტებში;
  • მრავალდისციპლინარულ გუნდთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საინჟინრო პროექტირების მოთხოვნების და საქართველოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცედურების ცოდნა;
  • სასურველია პრაგმატული, შემოქმედებითი და ენერგიული მიდგომა პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღებისადმი და კონტრაქტორებსა და სოფლის მოსახლეობასთან ეფექტური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: llcgeoconsulting@gmail.com; kakhi.magradze@gmail.com  სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
2D გრაფიკული დიზაინერი

არქი ჯგუფი


05 ოქტ - 31 ოქტ

CNC ოპერატორი

ოცნება


24 სექ - 23 ოქტ

Construction Project Manager

პრაიმ ბეტონი


17 ოქტ - 15 ნოემ

Land Surveyor In West Georgia

HH Recruitment


17 ოქტ - 25 ოქტ

ანაზღაურებადი სტაჟირება მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით

m2 უძრავი ქონება


13 ოქტ - 22 ოქტ

არქიტექტორი

თელასი


16 ოქტ - 26 ოქტ

გუნდის ლიდერის მოადგილე/გზების ინჟინერი/გვირაბების  ინჟინერი

ლიდერ +


08 ოქტ - 19 ოქტ