დღეს - 23 ნოე
სტანდარტი
დამწყები დაზღვევის მენეჯერი
თბილისი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy@nvi.ge
ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში, დამწყები დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე საცალო გაყიდვების მიმართულებით.
სამუშაო განაკვეთი ორშაბათი - პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00 – 19:00)
ანაზღაურების ოდენობა გამომუშავებით
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ე. მიქელაძის 1ბ;
ქ. ქუთაისი, თავისუფლები ქუჩა N65ბ
ფუნქციები:
- პოტენციური საცალო და მცირე ბიზნეს მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
- დაზღვევის მსურველთათვის, დაზღვევის პირობების დეტალურად გაცნობა და მათთვის სადაზღვევო პოლისების გამოწერა;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან შეხვედრების დაორგანიზება;
- დაზღვევის პერიოდში მომხმარებლის მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში, მასთან შეხვედრების დაორგანიზება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, განიხილება ასევე მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი;
- ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.
კომპეტენციები და უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტიანი მოლაპარაკების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- სადაზღვევო პროდუქტებისა და სამუშაო უნარების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
- სისტემატიური ტრენინგები და მენტორინგი;
- მოზიდვაზე დაყრდნობით, ზრდად შრომით ანაზღაურებას;
- სტუდენტების შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
„ნიუ ვიჟენ ჯგუფის“ ფარგლებში, სხვადასხვა კორპორატიულ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, „ნიუ ვიჟენ დაზღვევამ“ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე Vacancy@nvi.ge და „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ლოკაციის გათვალისწინების, ვაკანსიის დასახელება: „დამწყები დაზღვევის მენეჯერი (ქუთაისი)“
ან „დამწყები დაზღვევის მენეჯერი (თბილისი)“.
განაცხადის გაზიარებამდე დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: Vacancy@nvi.ge
გისურვებთ წარმატებას !
სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის და არამხოლოდ, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით, მიზნობრივად, შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები;
ამასთან, ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ/მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე. ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
აგრეთვე, ანიჭებთ სს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით**.
გარდა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა, (არსებობის შემთხვევაში) რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 436
უნიკალური ნახვები 423