სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი ბათუმში

თარიღები: 11 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული

სხვა ვებ გვერდზე

სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო) რეგისტრატურა

სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  აცხადებს  სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის  ვაკანსიას  ბათუმში

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  ბათუმი

სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე და 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
  • უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლებას;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ- საოფისე პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  25 ოქტომბერი ,  2018

 

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/samedicino-shemtxvevebis-operatori-batumi.page

 

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


12 ოქტ - 10 ნოემ

მიმღები/გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის რეგისტრატორი

სამედიცინო დაწესებულება


19 სექ - 18 ოქტ

ოპერატორი

სამედიცინო ცენტრი ციტო


15 ოქტ - 13 ნოემ

რეგისტრატორი

კლინიკა ულტრამედი


19 სექ - 18 ოქტ

სერვისის კონსულტანტი ქუთაისში

სამედიცინო კორპორაცია ევექსი


16 ოქტ - 31 ოქტ

Paramedics / Drs

IMSS


15 ოქტ - 13 ნოემ

ადმინისტრატორი

მედიქლაბჯორჯია


28 სექ - 27 ოქტ