გარე გაყიდვების აგენტი თბილისსა და რეგიონებში

თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოემ
მდებარეობა: თბილისი გურჯაანი რუსთავი ზუგდიდი ქუთაისი ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი

სხვა ვებ გვერდზე

საბანკო:  საბანკო გაყიდვების წარმომადგენელი საბანკო(ზოგადი) მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა:  ზოგადი მარკეტინგი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, თბილისში, გურჯაანში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.

 

სამუშაო გრაფიკი: - ნახევარი განაკვეთი (დღეში 4 სთ)

 

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ანაზღაურება 50 – დან 300 ლარამდე;
  • ბონუსური ანაზღაურება 0-დან 800 ლარამდე;

 

სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ  ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია „ემ ბი სი“ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
  • მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და პროდუქტების გაყიდვა;
  • გარე გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება-გავრცელება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გარე გაყიდვების შედეგებზე;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის სშესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის  9 ნოემბრის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით ვადის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/jAazDuvmBldb3gVv1  

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ავტო სესხების კოორდინატორი

კოლექტორ აუტო


05 ოქტ - 03 ნოემ

გარე გაყიდვების ექსპერტი

თიბისი ბანკი


03 ოქტ - 16 ოქტ

გარე გაყიდვების ექსპერტი ქარელში

თიბისი ბანკი


08 ოქტ - 22 ოქტ

გარე გაყიდვების ექსპერტი ქუთაისში

თიბისი ბანკი


08 ოქტ - 22 ოქტ

გაყიდვების ასისტენტი

საქართველოს ბანკი


10 ოქტ - 24 ოქტ

გაყიდვების ოფიცერი თბილისში

საერთაშორისო ბანკი


09 ოქტ - 16 ოქტ

დისტანციური გაყიდვების მენეჯერი/ბიომეტრია

თიბისი ბანკი


20 სექ - 19 ოქტ