23 ოქტ - 21 ნოე
ვიპ CV
ლიბრესი ბიოსფეროს ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მაშტაბით (Unilever, Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Henkel, Persil, Perwoll, Schwarzkopf, Palette, Gliss, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ,,ლიბრესი ბიოსფეროს ბრენდის მოძრავი მერჩენდაიზერის“ პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი 300ლარი + ულიმიტო სამგზავრო ბარათი
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება.
- სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი.
- სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება.
- ხელმძღვანელისთვის რეგულარური რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- სასურველია უცხო ენების ცოდნა
რას გთავაზობთ?
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს
- უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად
- კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული
- ენერგიული
- დეტალებზე ორიენტირებული
- კომუნიკაბელური
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „შარმ ტრეიდინგისთვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია „შარმ ტრეიდინგისთვის“ გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა „შარმ ტრეიდინგში“ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 840
უნიკალური ნახვები 737
გაგზავნილი CV-ები 19