სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

თარიღები: 11 ოქტ - 19 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: info@igg.ge
იურიდიული:  სტაჟიორი (იურიდიული)

სს  "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგრესული სარჩელების მომზადება/წარმოება (თანდართული დოკუმენტაციის მომზადება);
  • მარტივი სარჩელების წერა სამსახურის უფროსის უშუალო კოორდინაციით;
  • სასამართლოსთან ურთიერთობა (დოკუმენტაციის ჩაბარება, საქმის მიმდინარეობის კოორდინირება, თანაშემწეებთან კომუნიკაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (გამოგვეხმაურეთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს სტაჟირების გამოცდილებით საადვოკატო ბიუროში, ნებისმიერ კერძო ან/და საჯარო სტრუქტურაში სამართლის მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კადრებს რომელთან ჩაბარებული აქვთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები;
  • უცხო ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული და ინგლისური (Advance Level);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა; (Word, Excel, Power Point);

 

პიროვნული უნარები:

  • აზროვნების სისხარტე;
  • ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • მიზანდასახული;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;

 

თუ შევძელით თქვენი დაინტერესება საინტერესო სამუშაო გამოცდილებით და ჩვენ კომპანიასთან თანამშრომლობით, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა ელ. მისამართზე: info@igg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება („იურისტი“), წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
იურისტ-სტაჟიორი

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია


19 ოქტ - 17 ნოემ

სტაჟიორი

სასამართლო ექსპერტიზის დამოუკიდებელი ცენტრი


16 ოქტ - 14 ნოემ

სტაჟირება ზუგდიდში

იურიდიული მომსახურების ცენტრი


08 ოქტ - 21 ოქტ