შესყიდვების მენეჯერი

თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
ელ. ფოსტა: potskhishvili@askaneli.ge
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი) შესყიდვების მენეჯერი

კომპანია "ასკანელი ძმები" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.com
 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსური მიმართულებით.
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
  • რუსული ენის - მაღალ, ხოლო ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა.
  • სასურველია პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

 

მოვალეობები:

  • მოთხოვნის შესაბამისად მომწოდებლების/პროდუქციის მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა.
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის დაგეგმვა, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი.
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაციის წარმოება ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით.
  • მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება, განვითარება და გაფართოვება ოპტიმალური მომწოდებლის შერჩევის მიზნით.
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და აქტიური კომუნიკაცია.
  • გადარიცხვების, პროდუქციის ტრანსპორტირების, მიღებისა და დასაწყობების კონტროლი.
  • მარაგების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
  • შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა.
  • ბიზნესზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების (ხარჯები, ფინანსური და საფასო საკითხები, პოტენციური რისკები) შესწავლა, ანალიზი და კონტროლი.
  • რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტისთვის.

 

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00.

მის: კახეთის გზატკეცილი 110ა, თბილისი 0198. ლილო მოლის გვერდით.

კომპანია უზრუნველყოფს მანქანით მომსახურებასა და კვებას.
 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:                                     

potskhishvili@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
დისტრიბუტორ-პრისეილერი / შესყიდვების მენეჯერი

TID FOODS


24 სექ - 23 ოქტ

კაფეს შესყიდვების სპეციალისტი

ბიბლუსი


19 ოქტ - 17 ნოემ

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი თბილისსა და ბათუმში

EUROMEDICAL


03 ოქტ - 31 ოქტ

შესყიდვების  მენეჯერი

პრინტარეა


12 ოქტ - 10 ნოემ

შესყიდვების მენეჯერი

ციტადელი


04 ოქტ - 20 ოქტ

შესყიდვების მენეჯერი

ედესი ჯგუფი


01 ოქტ - 30 ოქტ

შესყიდვების მენეჯერი

ფოლადის სახლი


25 სექ - 24 ოქტ