ტექნიკური ინჟინერი

თარიღები: 10 ოქტ - 08 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: პროფესიული კოლეჯი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: რუსული
ელ. ფოსტა: hr@madart.ge
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა:  ტექნიკის უსაფრთხოების ინჟინერი ენერგეტიკა:  ტექნიკოსი (ენერგეტიკა)

კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

შემოუერთდი მადარტის  გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე  ტექნიკური ინჟინრის პოზიციაზე!

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელ.მოწყობილობების მონტაჟი, აწყობა, გამოცდა და ტექნიკური მომსახურება;
  • ელ.მოწყობილობების შეკეთება, ექსპლუატაციის რეკონსტრუქციისა და ახალი ელ.მოწყობილობების განვითარებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება;
  • მასალების, სათადარიგო ნაწილების და აღჭურვილობის შეძენისათვის აუცილებელი გათვლები და განაცხადების შედგენა;
  • საოფისე ინვენტარის ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ტექნიკური მომსახურების გაწევა როგორც ადგილზე, ასევე ობიექტებზე გასვლით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

 

უნარები:

  • შედეგებზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვა და ეფექტური  განაწილება;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
  • მინიმუმ 1  წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge. გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც   აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

 

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
Commissioning Electrical Relay Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

Commissioning Electrical Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

Instrument Commissioning Technician  In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

Lock Out/Tag Out LOTO Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

Mechanical Commissioning Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

Telecoms Commissioning Technician In Kazakhstan

Kentech


19 ოქტ - 17 ნოემ

დამხმარე ხელოსანი

აი-პი-მედია


25 სექ - 24 ოქტ