18 ოქტ - 15 ნოე
ვიპ
დისტრიბუტორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500 - 1800
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@orientltd.ge
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY, LIST და სხვ. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი კარიერული/ პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მივცეთ.
შპს „ორიენტი“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის(დასტავკის) თანამდებობაზე თბილისში.
საერთო მოთხოვნები პოზიციისათვის:
- სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) უმაღლესი განათლება;.
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე);
- დახასიათება წინა სამსახურიდან (სასურველია);
- ცნობა ნასამართლეობაზე (გასაუბრების შემდგომ ეტაპზე);
- ცნობა ნარკოლოგიურიდან (გასაუბრების შემდგომ ეტაპზე);
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ავტომობილის უსაფრთხო მართვის უნარი;
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
- ენერგიული და კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ძირითადი მოვალეობები - დისტრიბუტორის(დასტავკის)
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
- უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
- საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა ყოველი დღის ბოლოს შეიტანოს დამსაქმებლის სალაროში ან ბანკში.
- სისტემატიურად ამოწმოს მაღაზიებში მიტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია, გააკონტროლოს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელს ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული/ კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას;
ანაზღაურება:
ფიქსირებულ ანაღაურებას + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი.
დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1500 ლარიდან 1800 ლარამდე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება 1 საათი), დასვენების დღე - შაბათ-კვირა.
გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@orientltd.ge ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის (პრისელეილერი/დისტრიბუტორი) დასახელება.
შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შემდგომი დაწინაურებისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ. იმ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა, რომლის დასაქმებაც არ მოხდება კომპანიაში, განხორციელდება მხოლოდ დამუშავების ეტაპზე, მაქსიმუმ ერთი თვის ვადით ელექტრონული სახით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ნახვები 618
უნიკალური ნახვები 584