პირველადი ჯანდაცვის ზარალების ანალიტიკოსი

თარიღები: 10 ოქტ - 24 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@imediL.ge
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი) ჯანმრთელობის დაზღვევა

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას პირველადი ჯანდაცვის ზარალების ანალიტიკოსის  თანამდებობაზე.

 

                                  
ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სამედიცინო შემთხვევების მართვა, ზარალების ანალიზი და მონიტორინგი;
  • პრობლემური სამედიცინო შემთხვევების დარეგულირება, ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღებაში მათი დახმარება;
  • ამბულატორიული და მედიკამენტური მიმართვების გაუქმება და მიზეზების მონიტორინგი;
  • მიმართვების რეგისტრაციისა და გაუქმების პროგრამული ასახვა;
  • კომპანიის მიერ დაზღვეული პაციენტებისათვის ონლაინ კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურებისთვის რეპორტების დაკვეთა და პროცესის კოორდინაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება (სასურველია თერაპიის მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
     

 

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 ოქტომბერი, 2018 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
Project Manager

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 ოქტ - 29 ოქტ

SME გაყიდვების მენეჯერი

თიბისი დაზღვევა


29 სექ - 28 ოქტ

ავტო ზარალების მართვის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


12 ოქტ - 21 ოქტ

ავტო ზარალების მომსახურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


16 ოქტ - 29 ოქტ

ავტოზარალების სერვისის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი


15 ოქტ - 31 ოქტ

აქტიური ქოლცენტრის ოპერატორი

თიბისი დაზღვევა


03 ოქტ - 23 ოქტ

დაზღვევის უმცროსი ოფიცერი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი


28 სექ - 27 ოქტ