პერსონალური ექიმის ასისტენტი

თარიღები: 10 ოქტ - 08 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
ელ. ფოსტა: vacancy@imediL.ge
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის  თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა:  “იმედი L”  - ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

                                                        შაბათი 10:00-14:00.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
  • დანიშნულებისა და მიმართვების გაცემა;
  • დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
  • საგარანტიო წერილებისა და ისტორიების პროგრამული ასახვა;
  • პაციენტისათვის ხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება;
  • სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
     

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი, 2018 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
Paramedics / Drs

IMSS


15 ოქტ - 13 ნოემ

ადმინისტრატორი

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


12 ოქტ - 10 ნოემ

ანესთეზიოლოგი

გერმანული კლინიკა


15 ოქტ - 13 ნოემ

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი რეგიონებში

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი


10 ოქტ - 08 ნოემ

ასისტენტი თერაპიულ სტომატოლოგიაში

ჰელიოდენსი


24 სექ - 23 ოქტ

გინეკოლოგი

ჯანმრთელი ცხოვრება


27 სექ - 26 ოქტ

ექთანი

გაგუას კლინიკა


18 ოქტ - 16 ნოემ