31 ოქტ - 14 ნოე
სტანდარტი
ტენდერებისა და გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@qebuli.ge
«ქებული კლიმატი» - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: www.qebuli-climate.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ტენდერებისა და გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
პოზიცია ექვემდებარება: კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 16/11/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კორპორატიული კლიენტების სწრაფი და მომსახურების სტანდარტების დაცვით მომსახურება
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროცედურის და პირობების დაცვით ტენდერში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა;
- მიმდინარე კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობის შენარჩუნება
- დოკუმენტაციასთან მუშაობა
- სააღრიცხვო პროგრამაში (1C) მუშაობა
- მომსახურების სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- Ტენდერების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
- სასურველია პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
- აღრიცხვა-გაანგარიშების ცოდნა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; “ქებული კლიმატის” სათაო ოფისი;
სოციალური პაკეტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
- ლანჩით უზრუნველყოფა
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
- კორპორატიული ნომერი
- პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები: როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
შესყიდვები
ტენდერები
ნახვები 194
უნიკალური ნახვები 189