- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური
Playstation - ის ოფიციალური პარტნიორი და სათამშო კონსოლებისა და ვიდეოთამაშების ერთადერთი სპეციალიზირებული გეიმინგ მაღაზია საქართველოში Gamezone - აცხადებს ვაკანსიას იქომერს ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე .
პოზიცია მოიცავს:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ,
- მშვიდ, მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ,
- კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას ,
- საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის სრულ შესაძლებლობას.
სამუშაო განაკვეთი:
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
- სამუშაო დრო : 5 სამუშაო დღე კვირაში .
- ანაზღაურება : ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
- ელ.კომერციის ოპერაციების მენეჯმენტი დაქვემდებარებულ რგოლთან ერთად,
- ელ.კომერციის პლატფორმებისთვის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა-მენეჯმენტი,
- ელ. კომერციის პლატფორმებიდან შემოსული შეკვეთების მონიტორინგი და მენეჯმენტი - დაქვემდებარებულ რგოლთან ერთად.
- კომპანიის კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია .
- ონლაინ ჩათისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების მონიტორინგი.
- რეპორტინგის წარმოება .
- სხვადასხვა ანალიტიკური საქმიანობაში ჩართვა .
ამ ვაკანსიისთვის საჭირო უნარები:
- მართვისა და მენეჯმენტისთვის საჭირო უნარების ქონა ;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- თვითორგანიზებული ;
- გუნდური მუშაობის უნარები ;
- პუნქტუალური ;
- არაკონფლიქტური ;
ჩვენ გთავაზობთ:
- საქმეს ადგილზე შეგასწავლიან გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რაც მოგცემთ დიდ ცოდნასა და მრავალფეროვან გამოცდილებას , რათა განვითარდეთ პროფესიულად და საკუთარი ძალები გამოსცადოთ სხვადასხვა მიმართულებით .
- მეგობრულ გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივად განვითარებას და პიროვნულ რეალიზაციას.
- კარიერული წინსვლის პერსპექტივას .
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
- ჯანმრთელობის დაზღვევას .
სამუშაო ადგილი: ალ.ყაზბეგის #44
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით .
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.